სიახლეები

მთავარი - სიახლეები

15-11-2017
ახალი წელი ახალი ჩაცმულობით

საახალწლო გაფორმებებსა და საჩუქრებზე ლაპარაკის შემდეგ, გვინდა გოგოებს ვეჭორავოთ ჩვენს საყვარელ თემაზე - ტანსაცმელზე! 

ახალი წლის ახალი ტანსაცმლით დაწყებას მხოლოდ, ამის ფასდაკლებით გაკეთება თუ აჯობებს და ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ყველა საშობაო ფასდაკლება სათქვენოდ უნდა გამოიყენოთ.

Asos

ეს ბრიტანული მაღაზია ძირითადად ახალგაზრდა ადამიანებზეა გათვლილი და მის ასორტიმენტში 850-მდე ბრენდს შეხვდები. ახლა, რა თქმა უნდა დიდი საშობაო ფასდაკლება აქვთ. შენს ადგილზე აუცილებლად ვეწვეოდი მათ მაღაზიას და შევარჩევდი რაიმე ლამაზ კაბას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაალამაზებს შენს ყოველდღიურობას.

Debenhams

კიდევ ერთი ბრიტანული მაღაზია, რომელიც შეიძლება გახსოვდეს კიდეც, ვინაიდან ერთი პერიოდი ფილიალი თბილისშიც ჰქონდათ გახსნილი. წინასაახალწლო პერიოდში, მაღაზია გაძლევს საშუალებას შეიძინო უმაგრესი ნივთები, საკმაოდ დაბალ ფასად. მაგალითად ეს, ეს ან ეს კაბა - სულ რაღაც 10 ფუნტამდე დაჯდება ხოლო სიხარული, რომელსაც მისი ტარება მოგიტანს, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგყვება, რასაც კაბების კარგი ხარისხი უზრუნველყოფს ;)

 

Harrods

განსხვავებით პირველი ორი მაღაზიისგან, ჰაროდსი ბევრად უფრო მაღალი ბიუჯეტის მქონე ადამიანებისთვისაა გათვლილი. თუმცა უჩვენოდაც გეცოდინებათ, რომ ხანდახან სჯობს ნივთში უფრო მეტი გადაიხადო და უფრო ხარისხიანი იყოს, ვიდრე პირიქით.  ჰაროდსი გაძლევს საშუალებას შეიძინო ისეთი ბრენდებისა და დიზაინერების ნივთები, როგორიცაა მაიკლ კორსი, ბალენსიაგა, სტელა მაკკარტნი, დოლჩე და გაბანნა და ა.შ.  ხოლო მათი საახალწლო ფასდაკლება, საშუალებას გაძლევთ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასში გააკეთოთ. თქვენს ადგილზე, თავს არ შევიკავებდით ;)

Karen Millen

კარენ მილენი განსაკუთრებული მაღაზიაა, რომელიც ძირითადად გარე ტანსაცმელსა (პალტოები, ქურთუკები და ა.შ.) და საღამოს კაბებზე ორიენტირდება. ბიუჯეტი ამ მაღაზიის შემთხვევაშიც საკმაოდ მაღალი უნდა გათვალოთ, სამაგიეროდ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ თქვენი სამოსის ბრიტანულ ელეგანტურობასაა და უმაღლეს ხარისხში.

ვფიქრობთ, ამ ოთხი მაღაზიის ფასდაკლებების დათვალიერების შემდეგ, თქვენ აუცილებლად შეარჩევთ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, რომლებიც შესაფერისი იქნება როგორც თქვენი სტილისთვის, ასევე ბიუჯეტისთვის და ახალ, 2018 წელს კიდევ უფრო ლამაზი და ხარისხიანი ჩაცმულობით გაატარებთ.

 

ხოლო იმის შეხსენება, რომ თქვენი შენაძენების მაქსიმალურად სწრაფ და იაფ ტრანსპორტირებაზე KIWI POST -ი იზრუნებს, ვფიქრობთ არც არის საჭირო, ეს ისედაც გეცოდინებათ ;)