სიახლეები

მთავარი - სიახლეები

23-01-2018
5 მაღაზია იაფი შოპინგისთვის

მოდით შევთანხმდეთ მარტივ ჭეშმარიტებაზე: ყველას გვიყვარს ლამაზი და კომფორტული ტანსაცმელი. კიდევ უფრო მეტად გვიყვარს, როდესაც ამ ტანსაცმელს უპრობლემოდ ვყიდულობთ დაბალ ფასად.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ განვიხილოთ 5 მაღაზია, რომელშიც უპრობლემოდ შეარჩევთ თქვენთვის სასურველ ნივთებს ისე, რომ ამაზე ბიუჯეტის საკმაოდ მცირე ნაწილს დახარჯავთ.

 

New Look

 

მაღაზია, ტანსაცმლის ფართო ასორტიმენტით, როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. საიტით, რომელშიც გარკვევა ძალიან მარტივია ხოლო სასურველი ნივთის, სასურველ ფასად მოძიება - ორი დაწკაპუნების საქმე. რაც მთავარია,  მარტივად შეგიძლიათ დაახარისხოთ  პროდუქცია ფერების მიხედვით და მარტივად შეარჩიოთ სასურველი ლუქი


 

Missguided

 

შენთვის მნიშვნელოვანია გამოიყურებოდე ტრენდულად? მაშინ ეს მაღაზია შენთვისაა. აქ მარტივად აარჩევ აქტუალური ბრენდების, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმელს. მაღაზია, ზოგადად, საკმაოდ კარგი ფასებით გამოირჩევა, აღარაფერს ვამბობთ კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასდაკლებებზე.  

 

 ASDA Georga

 

ეს მაღაზია განსაკუთრებულად კარგია სხვა და სხვა ტიპისა და შემთხვევის შესაფერისი ტანსაცმლის შესარჩევად. რაც მთავარია, ეს ყველაფერი საკმაოდ იაფად. გინდა საყვარელი, ფართხუნა სვიტრი სულ რაღაც 10 ფუნტად? არაა პრობლემა ;)

 

Forever 21

 

ლამაზი,ახალგაზრდული ტანსაცმელი და აქსესუარები, ძალიან მისაღებ ფასად. რაც მთავარია, კარგი სეილებით. ეს ბრენდი, საქართველოში საკმაოდ ცნობილია. ახლა უკვე შეგიძლია მის ბრიტანულ მაღაზიაში იშოპინგო და ყველაფერი ძალიან იაფად გამოიწერო ;)

 

 F&F (Tesco Online)

 

ეს ბრენდი, ასევე ცნობილია საქართველოში. ლამაზი კაბა სულ რაღაც 16-18 ფუნტად? ძალიან მარტივია. რაც მთავარია, 50%-მდე ფასდაკლებები, ისედაც ხელმისაწვდომ ტანსაცმელზე. აუცილებლად დაათვალიერე ეს საიტი, შენი გარდერობის განახლებისას.

 

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ კივი პოსტის დახმარებით, შენი შეკვეთა უმოკლეს ვადაში აღმოჩნდება შენს ხელში ;)

 

KIWI POST - სიყვარულით ბრიტანეთიდან