სიახლეები

მთავარი - სიახლეები

31-01-2018
საჩუქარი ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანს

პირველ რიგში, თქვენთვის არაჩვეულებრივი სიურპრიზი გვაქვს - დარეგისტრირდით www.kiwipost.ge -ზე და მიიღეთ უნიქარდის 20 ქულა საჩუქრად! შეიძინეთ  საჩუქრები ვალენტინობისთვის და მიიღეთ ასევე უნიქარდის ქულები საჩუქრად ყოველ  ჩვენს მიერ ჩამოტანილ ნივთზე! ის თუ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება, იხილე ჩვენს ერთ-ერთ წინა პოსტში.  

 

ვალენტინობა წლის ყველაზე რომანტიული დღეა. როგორც წესი, ყველა ადამიანი, ვისაც გულისსწორი ჰყავს ცდილობს მის გახარებას. ჩვენ ვეცდებით განსაკუთრებული საჩუქრების შერჩევაში დაგეხმაროთ

 

საჩუქრები გოგოებისთვის

 

სამკაულები

 

სამკაული იმ ტიპის საჩუქარია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაახსენებს ადრესატს ერთად გატარებულ ბედნიერ მომენტებს. თუ შენი გოგონა ახალგაზრდა და რომანტიულია, შეგიძლია არჩევანი ასეთ სამკაულზე შეაჩერო. ხოლო, თუ ის თავის აქსესუარებში ზრდასრულობასა და დახვეწილობას ამჯობინებს, შეგიძლია ამ გულსაკიდის ჩუქებაზე დაფიქრდე.

 

აქსესუარები კოსმეტიკისთვის

 

ქალების დიდი ნაწილისთვის მაკიაჟი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ხოლო კარგი ფუნჯები, ის ნივთია რომელიც ამ პროცესს ბევრად უფრო მარტივს და სახალისოს ხდის. შენი გოგოს ხასიათის მიხედვით, შეგიძლია შეარჩიო სოლიდური ან ზღაპრული ფუნჯების ნაკრები, იმისთვის, რომ მისი გული მარტივად მოიგო.

 

დღიურები და მისი აქსესუარები

 

თუ შენს გოგოს უყვარს დღიურების წერა და მათი ლამაზად გაფორმება, მას აუცილებლად გაახარებს კარგი ბლოკნოტი, ფერადი კალმების ნაკრები და ლამაზი სტიკერები, რომლითაც ის თავის ბლოკნოტს გააფორმებს.

 

საჩუქრები ბიჭებს

 

აქსესუარები

 

აქსესუარები მამაკაცის გარეგნობის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ქალბატონებისთვის. შეგიძლია შენს გულის სწორს მისი ხასიათიდან გამომდინარე, შესაფერისი  აქსესუარი აჩუქო. მაგალითად, ტომი ჰილფიგერის ან Calvin Klein -ის  სოლიდური და ლამაზი ჰალსტუხი. აქვე ავღნიშნავთ ამ საინტერესო ყელსახვევსაც, რომელიც თამამ და პოპ-კულტურის მოყვარულ მამაკაცს მოუხდება.

 

გარდა ჰალსტუხებისა, არჩევანი ყოველთვის შეგიძლიათ გააკეთოთ საფულეზე, ან პარფიუმერიაზე, რომელიც ასევე მარტივად გამოიწერთ ბრიტანული ამაზონიდან.

 

წვერის მოსავლელი ნაკრები

 

თუ შენი მამაკაცი ყურადღებას აქცევს თანამედროვე მოდას ან სულაც მთელი ცხოვრებაა წვერის ტარების მოტრფიალეა, მას აუცილებლად გაახარებს სასაჩუქრე ნაკრები, რომელშიც წვერის მოვლისთვის ყველა საჭირო ნივთს აღმოაჩენს.

 

უსადენო ყურსასმენები

 

ყურსასმენები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია მათთვის ვისაც უყვარს მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით, ვარჯიშის ან ფეხით სეირნობის დროს. იმის მიხედვით, თუ როგორ ყურასმენებს ანიჭებს შენი შეყვარებული უპირატესობას, შეგიძლია შეარჩიო ასეთი ან ასეთი მოდელი.




 

 

 

ბედნიერ ვალენტინობას გისურვებთ ;)

 

KIWI POST - სიყვარულით დიდი ბრიტანეთიდან