სიახლეები

მთავარი - სიახლეები

21-02-2018
საჩუქრები ქალბატონებს

და აი, სადაცაა მარტიც მოვა...

გაზაფხულის მოსვლას, მარტის თვეს, ცვალებადს, თავქარიანს, ამოუცნობს, ჭირვეულს ხშირად ქალის ხასიათს ადარებენ… დიახ, ასეთი ამოუცნობები, ხანდახან ჭირვეულები და თავქარიანებიც კი ვართ. იქნებ, ამიტომ უჭირთ ჩვენთვის საჩუქრების შერჩევა, განსაკუთრებით კი სწორედ მარტის თვეში, როცა ორი ულამაზესი დღესასწაულია.

საქართველოში სწორედ მარტში აღინიშნება საქართველოში დედის (3 მარტი) და ქალთა (8 მარტი) დღეები.

„დედის დღის” აღნიშვნის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. პირველ წლებში დედის დღე არაკომერციული მოსაზრებებით იმართებოდა, თუმცა 1914 წელს პრეზიდენტ ვილსონის ინიციატივით ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო განსაკუთრებული სამზადისი საჩუქრებითა და ყვავილებით. საქართველოში დედის დღე  1991 წლიდან აღინიშნება.

ყოველი წლის 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1910 წელს კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.

ჩვენ შევეცდებით გაგიმარტივოთ საჩუქრების შერჩევა ყველაზე ძვირფასი ქალბატონებისთვის. განვიხილოთ საჩუქრების რამდენიმე ვარიანტი.

სამკაულების ინტერნეტ მაღაზია პანდორა დედის დღის საჩუქრების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ სამკაულების ფართო არჩევანია, ასე რომ შეარჩევთ როგორც 3 ასევე 8 მარტისთვის განკუთვნილ საჩუქრებს.

House of Fraser-ის დედის დღის საჩუქრების განყოფილებაში აღმოაჩენთ მსოფლიოში აღიარებული ბრენდების სამკაულებს, სუნამოებს, კოსმეტიკას, აქსესუარებს.

BIMBA Y LOLA-ს ონლაინ მაღაზიაში ნახავთ ძალიან ტრენდულ, განსხვავებულ  და ბრენდულ აქსესუარებს: შარფებს, ქოლგებს, ხელთათმანებს, ქუდებს და რაც მთავარია 60%-მდე ფასდაკლებით.

ჩვენ შევეცადეთ გაგვემარტივებინა საჩუქრის არჩევა და შემოგთავაზეთ სხვადასხვა ვარიანტი. თუმცა, გულით ნაჩუქარ ერთ ყვავილსაც კი შეუძლია საყვარელი ქალბატონის გახარება.  

არჩევანის გაკეთებისას და საჩუქრების გამოწერისას კი არ დაგავიწყდეთ, www.kiwipost.ge ყველაზე სწრაფ, იაფ და სანდო ტრანსპორტირებას გთავაზობთ.