სიახლეები

მთავარი - სიახლეები

29-03-2018
ონლაინ შოპინგი ლონდონის მეგა სავაჭრო ცენტრებში

თუ თქვენ მოხვდებით ლონდონში და გიყვართ შოპინგი, აუცილებლად ესტუმრეთ იმ მეგა შოპებს, რომლებზეც მე მოგიყვებით. თუმცა, თუ ვერ ახერხებთ დიდ ბრიტანეთში ვიზიტს, შეგიძლიათ, ისარგებლოთ მათი ონლაინ მაღაზიებით, შეარჩიოთ და გამოიწეროთ სასურველი ნივთები, რომლებსაც  www.kiwipost.ge-ის საშუალებით ყველაზე სწრაფად და იაფად მიიღებთ.

მე შევეცდები, გაგაცნოთ სამი უმსხვილესი ისტორიული შოპინგ ცენტრი: Harrods, Selfridges და House Of Fraser.

Harrods 1834 წელს ჩრლზ ჰენრი ჰაროდსმა დააარსა. Harrods- მდიდრული ჰიპერმარკეტია, რომელიც ლონდონში ბრომტონ როუდში ნაითბირჯში მდებარეობს. ამჟამად მას კატარის სახელმწიფო ფლობს. მაღაზიები განთავსებულია 5 აკრზე და გააჩნია 330 დეპარტამენტი.

1834 წელს ჩარლზ ჰენრი ჰაროდსმა ლონდონის აღმოსავლეთით დააარსა საბითუმო ვაჭრობის სასურსათო მაღაზია, სადაც განსაკუთრებულ ინტერესს ჩაი წარმოადგენდა.1851 წლის დიდ გამოფენაზე ადგილის დამკვიდრებისთვის ჰაროდსმა ჰაიდ პარკის მახლობლად -იყიდა ერთი ოთახი და გახსნა პატარა მაღაზია, სადაც დასაქმებული იყო ორი თანამშრომელი და ერთი კურიერი ბიჭი. ჰაროდსის შვილმა ჩარლზ დიგბი ჰაროდსმა ბიზნესი ააყვავა და შექმნა საბითუმო ქსელი, რომელიც ყიდდა მედიკამენტებს, პარფიუმერიას, სურსათს, ხილსა და ბოსტნეულს. Harrods-ი სწრაფად გაფართოვდა, შეიძინა გარშემო მდებარე შენობები.

Harrods-ის დევიზია  „Omnia Omnibus Ubique“ რაც ლათინურად ნიშნავს: „ყველაფერი ყველასთვის ყველგან“. მისი რამდენიმე დეპარტამენტი, როგორიცაა სეზონური საშობაო მაღაზია და სასურსათო ბაზრები კარგად არის ცნობილი მომხმარებლებისთვის.

Selfridge-ი ჰიპერმარკეტების ქსელია გაერთიანებულ სამეფოში. მისი მმართველია Selfridges Retail Limited. 1908 წელს ის ჰარი სელფრიჯმა დაარსა. სათავო მაღაზია ლონდონში ოქსფორდის ქუჩაზე სიდიდით მეორეა გაერთიანებულ სამეფოში (Harrods-ის შემდეგ), რომელიც 1909 წლის 15 მარტს გაიხსნა. Selfridges-ის სხვა მაღაზიები ტრაფორდ ცენტრში (1998 წელს), მანჩესტერში ექსჩეინჯ სქუერზე (2002 წელს), ბულრინგში ბირმინგემში (2003 წელს) გაიხსნა.

Selfridge-ის მაღაზიები ცნობილია მისი არქიტექტურული ინოვაციებითა და სრულყოფილებით. ამის გამო, ხშირად წარმოადგენს ტურისტების სამიზნეს. ლონდონის პირველი მაღაზიის დიზაინერი იყო დანიელ ბურნამი, რომელიც იმ დროისთვის ამერიკუკლი წამყვანი ჰიპერმარკეტების დიზაინერი იყო.

House of Fraser-ი ბრიტანული ბრიტანული ჰიპერმარკეტების ჯგუფია, რომელიც დაახლოებით 59 მაღაზიას აერთიანებს გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში. დაარსდა 1849 წელს გლაზგოში შოტლანდიაში და ცნობილი იყო როგორც Arthur and Fraser. კომპანია XX საუკუნის ადრეულ პერიოდში სტაბილურად გაიზარდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი რაოდენობით შენაძენმა კომპანია ნაციონალურ ქსელად აქცია.

Westfield-ის სავაჭრო ცენტრი 2008 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა და იმ დროისთვის სიდიდით მეორე სავაჭრო ცენტრი იყო დიდ ბრიტანეთში: 150.000 მ2-ზე განთავსებული საცალო სავაჭრო ობიექტებით, რაც დაახლოებით 30 საფეხბურთო მოედანს უდრის. სავაჭრო ცენტრს ორი ფილიალი აქვს: დასავლეთით და აღმოსავლეთით. 2018 წლის მარტში Westfield-ის დასავლეთის ფილიალის გაფართოებით ის სიდიდით პირველი გახდა როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროპაში.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ დიდი ბრიტანეთის ვიზა, ან შვებულების დღეები ამოწურეთ, ან უბრალოდ არ გეგმავთ ლონდონში ვიზიტს გული არ დაგწყდეთ KIWI POST-ი საშუალებას გაძლევთ დისტანციურად იშოპინგოთ ონლაინ მარკეტებში და მიიღოთ სასურველი ნივთები სწრაფად და ყველაზე დაბალი ტარიფით.

KIWI POST-ი სიყვარულით დიდი ბრიტანეთიდან!