სიახლეები

მთავარი - სიახლეები

15-11-2017
რჩევები Secret Santa-ს

 ახალი წლის პერიოდში Secret Santa- თამაში, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თქვენ შესაძლოა ითამაშოთ ის სამსახურში, სამეგობრო წრეში ან სულაც საყოველთაო გათამაშებით

ალბათ, ყველას გქონიათ მომენტი, როდესაც თქვენი ადრესატის სახელს ხედავთ და აზრადაც არ მოგდით, რა შეიძლება მას აჩუქოთ. დღეს ვეცდებით გავაადვილოთ თქვენი დავალება და შემოგთავაზოთ რამდენიმე ტიპის საჩუქარი, რომელიც თქვენი ადრესატისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ.

 

ხელოვნების მოყვარულისთვის

ეს განსაკუთრებული ხელთათმანი, კომფორტს შეუქმნის იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სახატავ დაფებთან მუშაობა. ის ამცირებს ხახუნს ხელისა და დაფის ზედაპირებს შორის და ამარტივებს ნამუშევრის შექმნის პროცესსიმ ადამიანს, რომელსაც ძველებურად, საღებავებით ურჩევნია მუშაობა, შეგიძლიათ აკვარელის ფანქრები უყიდოთ. ხოლო მათ, ვისაც ხატვის ნიჭი მკვეთრად არ აქვს გამოხატული, მაგრამ მაინც სურს ახლოს იყოს ამ სფეროსთან, შეგიძლიათ ასეთი გასაფერადებლები შეუძინოთ.

 

ხელსაქმის მოყვარულებისთვის

თუ თქვენს ადრესატს უყვარს საკუთარი ხელით რაღაცების კეთება, ან სულაც ხშირად უწევს მთელი გუნდისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, ვფიქრობთ აუცილებლად გაახარებს სახრახნისების პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ნაკრები Bosch-ისგან. სხვადასხვა ზომისა და ფორმის თავები, ხშირად გამოადგება წვრილ ჭანჭიკებთან მუშაობისას. ასევე, მუშაობაში გამოსადეგი იქნება მისთვის ეს პინცეტი, რომელსაც განათება აქვს და წვრილმან დეტალებზე მუშაობისას, მათ უკეთ დანახვაში დაეხმარება. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ეს სპეციალური წინსაფარი, რომელსაც აქვს ჯიბეები საჭირო ხელსაწყოების ჩასაწყობად.

 

ლაშქრობების მოყვარულებისთვის

ზუსტად იცით რომ თქვენი ადრესატი ყოველ მეორე შაბათ-კვირას ველურ ბუნებაში ატარებს? მაშინ აჩუქეთ მას კომფორტული ჰამაკი, ღია ცის ქვეშ ღამეების გასატარებლად. სალაშქრო ჭურჭლის კომპლექტი, რომელიც კოცონზე საჭმლის მომზადებაში დაეხმარება ან ეს სალაშქრო სანათი, მისი კარვისთვის.

 

სამაგიდო თამაშების მოყვარულებისთვის

სამაგიდო თამაშები თავისუფალი დროის გატარებისა და დამღლელი სამუშაო გრაფიკისგან განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუ იცით, რომ თქვენს ადრესატს უყვარს მსგავსი ტიპის გართობა, შეგიძლიათ მისთვის შეიძინოთwerewolf”-ის სათამაშო კარტები, რომელიცმაფიოზობანისთანამედროვე და უფრო გართულებულ ვერსიას წარმოადგენს და ძალიან მხიარული სათამაშოა მეგობრების წრეში.

ასევე, მეგობრებთან ერთად გასართობად, აჩუქეთ მას ისეთი თამაშები, როგორიცააCoupანCards against humanity”. რაც მთავარია, ამ საჩუქრის გადაცემის შემდეგ, არ დაგავიწყდეთ, თამაშზე თავის დაპატიჟება, გარწმუნებთ, არ ინანებთ ;)

 

იუმორის გრძნობის მქონე ადამიანებისთვის

ასეთი ადამიანებისთვის, ძალიან ბევრი საინტერესო საჩუქრის შერჩევა შეიძლება. მაგალითად, აი, ეს ჩაის დასაყენებელი მოწყობილობა, რომელიც წყალში მოცურავე ზვიგენს გავს. ან ყულაბა, რომელიც ხურდებსიპარავსჭიქა, რომელიც თავად აურევს მომზადებულ ყავას და სალვადორ დალის საათი, რომელიც თქვენი ადრესატის თაროზეჩამოდნება”. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მხრივ შესაძლებლობები უსაზღვროა და მეტი ვარიანტისთვის, შეგიძლიათ ბრიტანულ ამაზონს უფრო დეტალურად გადახედოთ.

 

რაც მთავარია,არ დაგავიწყდეთ, კარგი საჩუქრის ასარჩევად, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანის ინტერესებისა და თავისებურებების გათვალისწინება. ხოლო თქვენი შენაძენის დროულ ტრანპსორტირებას საქართველოში, KIWI POST-უზრუნველყოფს.