სიახლეები

მთავარი - სიახლეები

20-10-2018
აქსესუარები 4U

აქსესუარები - უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით აღწერილია, როგორც მეორეხარისხოვანი, დამატებითი რამ, რაც ახლავს მთავარს. თუმცა, სწორად და გემოვნებით შერჩეული აქსესუარი განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს მფლობელს და ხაზს უსვამს მის ხასიათს.

სანამ მთავარზე გადავიდოდე და გაგაცნობდეთ რამდენიმე მაღაზიას, სადაც შეძლებთ სასურველი აქსესუარების შეძენას, მანამდე უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენს მიერ გამოწერილ ამანათებს, ყველაზე სწრაფად და დაბალი ტარიფით KIWI POST-ი ჩამოგიტანთ.

ამიტომ, გამოწერამდე დარეგისტრირდით www.kiwipost.ge-ზე ?

აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ ონლაინ მაღაზია Accessorize. აქ შეგიძლიათ მოემზადოთ ზამთრისთვის და შეიძინოთ ქუდები, შარფები, ხელთათმანები. ასევე, გთავაზობთ სამკაულების, ჩანთების, ფეხსაცმელების ფართო არჩევანს. ძალიან საინტერესო და ორიგინალური კოლექციებია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისათვის.

თუკი თქვენ რაიმე განსაკუთრებულს ეძებთ, BimbaYlola-ს ონლაინ მაღაზია თქვენთვის არის ზედგამოჭრილი. აქ თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ სრულიად უცხო დიზაინის შარფები, ჩანთები, ქოლგები, სამკაულები. მოკლედ, ეს არის ონლაინ მაღაზია მათთვის, ვისაც უყვარს განსხვავებული და ორიგინალური ნივთების შეძენა.

აღსანიშნავია, რომ საქვეყნოდ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ ქალბატონებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ მოდის და, კონკრეტულად კი, აქსესუარების მიმართ, მამაკაცებმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. ძლიერ სქესად წოდებულები მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ავლენენ აქსესუარების სიყვარულში J მამაკაცებს მოდური და ელეგანტური აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს  John Lewis-ის ონლაინ მაღაზია. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ ჰალსტუხები, საათები, საფულეები და სხვა ნივთები.

მამაკაცებო, Debenham-ის ონლაინ მაღაზია კი საშუალებას გაძლევთ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბრენდის აქსესუარები შეარჩიოთ ანბანის მიხედვით A-დან Z-მდე.

ონლაინ შოპინგის მოყვარულ მამაკაცებს ვურჩევ, ასევე, შეიხედონ Zara-ს, Tkmaxx-ის, bershka-ს ონლაინ მაღაზიებში: მერწმუნეთ, ძალიან ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაღაზია ფართო სპექტრის მომხმარებელზეა გათვლილი და ფასებიც ხელმისაწვდომია.

იშოპინგეთ დიდი ბრიტანეთის ონლაინ მაღაზიებში სასურველ დროსა და ადგილას, KIWI POST-ი კი იზრუნებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მიიღოთ სასურველი ნივთები.

 

                                              KIWI POST სიყვარულით დიდი ბრიტანეძძთიდან.