სიახლეები

მთავარი - სიახლეები

15-11-2017
5 ნივთი, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ ახალი წლის შესახვედრად

 დეკემბერი დაიწყო და საახალწლო ციებ-ცხელება სულ უფრო მეტად იკრებს ძალას. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ დღესასწაულისთვის მნიშვნელოვანია განწყობა, საახალწლო განწყობას კი არაფერი ქმნის ისე, როგორც შესაბამისი დეკორაციები, რომლებიც გაგრძნობინებთ რომ წელიწადის ეს ლამაზი დრო კარს არის მომდგარი.

დღეს, გვსურს განვიხილოთ ის რამდენიმე ნივთი, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის შესაფერისი განწყობის შესაქმნელად.

საჩუქრების შესაფუთი ქაღალდი

შევთანხმდეთ, რომ შეფუთული საჩუქარი ორმაგად უფრო სასიხარულოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ იცი რა იმალება ლამაზი ყუთის შიგნით. იმისთვის, რომ თქვენი საჩუქრები უფრო მიმზიდველი და სადღესასწაულო იყოს, შეგიძლიათ შეიძინოთ შესაფუთი ქაღალდების ეს ლამაზი ნაკრები, რომლებიც გაახალისებს ახალი წლისთვის მზადებას თქვენთვის, ხოლო საჩუქრის ადრესატებს კიდევ უფრო გაახარებთ.

ნაძვის ხის სათამაშოები

ნაძვის ხე ახალი წლის ცენტრალური ფიგურაა. სწორედ ამიტომ, მისი ლამაზად მორთვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ბრიტანული ამაზონზე თავისუფლად შეგიძლიათ იპოვოთ ძალიან საინტერესო და იაფი ვარიანტები იმისთვის, რომ თქვენი ხე განსაკუთრებული იყოს. მაგალითად, აი ეს ნაკრები რომელშიც 72 სათამაშოა და სულ რაღაც 18 ფუნტი ღირს. ან ეს 9 სათამაშო 6.56 ფუნტად. რაც მთავარია, სათამაშოები არამსხვრევადია და შეგიძლიათ არ გეშინოდეთ იმის, რომ შინაური ცხოველები ან პატარა ბავშვები თქვენს დეკორაციას პირველივე დღეს დაამტვრევენ.

საახალწლო განათებები

ვფიქრობთ, იმის ცალკე აღნიშვნა, თუ როგორი საახალწლო და სადღესასწაულო განწყობა მოაქვს საჭირო არც არის. ამიტომ, შეგვიძლია პირდაპირ ვარიანტების განხილვაზე გადავიდეთ:

მათთვის, ვისაც არ უყვარს ზედმეტად ჭრელი დეკორაციები, აი ეს, ლამაზი, თეთრი განათება იქნება იდეალური. თანაც, სულ რაღაც 3 ფუნტად. ხოლო თუ  თქვენს დეკორაციებში მრავალფეროვნება უფრო გიზიდავთ, შეგიძლიათ ეს, ფერადი ნათურები შეარჩიოთ.

მაგიდის გადასაფარებელი

ახალ წელს, ტრადიციულად, საერთო საოჯახო ან სამეგობრო სუფრაზე ვხვდებით. კარგია, როდესაც ამ დღისთვის მაგიდას განსაკუთრებული გადასაფარებელი ამშვენებს. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ აირჩიოთ სადა ან ფერადი ვარიანტები. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი სუფრა საუკეთესო განწყობას შექმნის

 

ძაღლი

არ ვიცით, გიზიდავთ თუ არა ასტროლოგია, მაგრამ ჩინური კალენდრის მიხედვით, 2018 წელი ძაღლისაა და სასურველია, ამ დღესასწაულს სახლში ძაღლის სიმბოლიკით შეხვდეს. თუ სახლში ნამდვილი ცხოველი არ გყავთ, ამ საკითხის გადაწყვეტა სხვადასხვანაირად შეგიძლიათ: მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთი ლამაზი სათამაშო თქვენი ნაძვის ხისთვის (არ დაგავიწყდეთ შეათვალიეროთ სათამაშოს ვარიაციები და თქვენთვის საყვარელი ჯიში აარჩიოთ), ან უფრო ორიგინალურად მოიქცეთ და თქვენი ბავშვების გასახარად, ასეთი საყვარელი რობოტი იყიდოთ. არჩევანი თქვენზეა ^_^

 

რაც მთავარია, თქვენი დეკორაციების დაგეგმვისას, არ დაგავიწყდეთ, რომ კივი პოსტი დაგეხმარებათ ამ ნივთების მაქსიმალურად სწრაფ ტრანსპორტირებაში ისე, რომ დღესასწაულებს შესაბამისი განწყობით შეხვდეთ