სიახლეები

მთავარი - სიახლეები

15-11-2017
ბრიტანულ ონლაინ მაღაზიებში შოპინგის 5 მიზეზი

ონლაინ შოპინგი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში და ძალიან ხშირად, როდესაც რაიმე კონკრეტული ნივთის შეძენა გვსურს, პირველ რიგში პოპულარულ შოპინგ საიტებს მივმართავთ. დღეს გვსურს ვისაუბროთ იმ რამდენიმე მიზეზზე, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ნივთები ბრიტანეთის ონლაინ მაღაზიებში

 

 

მაღალი ხარისხი

 

ალბათ თქვენც გაგიგიათ, რომ სხვა და სხვა ქვეყნისთვის შექმნილი პროდუქტი, განსხვავებული ხარისხისაა. ბრიტანულ მაღაზიებში შოპინგისას, თქვენ იძენთ პროდუქციას, რომელიც დიდ ბრიტანეთში ან დიდი ბრიტანეთისთვის არის შექმნილი. რაც ხარისხის ერთგვარი გარანტიაა. პროდუქციის ხარისხის მნიშვნელობაზე საუბარი -კი, ალბათ არც არის საჭირო.

 

 

ალტერნატიული პროდუქცია

 

ძალიან ხშირად, სხვადასხვა ქვეყნების და ბრიტანულ ონლაინ მაღაზიებში, აბსოლუტურად განსხვავებულ ბრენდებსა და პროდუქციას ვხვდებით. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია რომ ის, რაც ვერ იპოვეთ სხვაგან, შესაძლოა ბრიტანულ საიტზე აღმოაჩინოთ.

 

 

ტრანსპორტირების დაბალი ფასი და მოკლე ვადები

 

მას შემდეგ, რაც Kiwi Post-მა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ამანათების გადაზიდვა დაიწყო, ბრიტანული მაღაზიებიდან ნივთების ტრანსპორტირება ყველაზე იაფი გახდა. თავად განსაჯეთ: 1 კგ პროდუქციის ჩამოტანა 3.75 ფუნტი ღირს, ხოლო მსუბუქ, 200 გრ ამანათებზე, სულ რაღაც 0.75 ფუნტს გადაიხდით!

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის პარტნიორობა Georgian Airways-თან უზრუნველყოფს იმას, რომ ამანათი ლონდონის საწყობში მიღებიდან სულ რაღაც 2-3 დღეში იქნება თბილისში - აღარავითარი დაგვიანებული საჩუქრები საახალწლოდ ;)

 

 

 

 

იაფი პროდუქცია

 

როგორც წესი, ბრიტანეთის მაღაზიები არ ასოცირდება იაფ პროდუქციასთან, მაგრამ როდესაც მათ დეტალურ დათვალიერებას დაიწყებთ, შესაძლოა გაოცდეთ.

 

მაგალითისთვის, იხილეთ ეს მაღაზია (დააკლიკეთ ბმულს საიტზე გადასვლისათვის), სადაც ნებისმიერი ნივთის შეძენა შეგიძლიათ სულ რაღაც 5, ხოლო ფასდაკლებაზე - 2.5 ფუნტად! რაც მთავარია, ამ მაღაზიის პროდუქცია უამრავმა ვიდეობლოგერმა შეაფასა და დადასტურებულია, რომ მათი შემოთავაზებები რეალურია, ხოლო ხარისხისა და ფასის შესაბამისობა ძალიან მაგარი ;)

 

Unicard-ის ქულები ყოველ შენაძენზე

 

ეს სასიამოვნო სიახლე პოსტის ბოლოსთვის მოვიტოვეთ ;) ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია Unicard- და ჩვენი მომსახურების გამოყენებისას, თქვენ ჩაგერიცხებათ უნიქარდის ქულები, ნებისმიერ ონლაინ შენაძენზე <3 

 

 

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ აქამდე არასოდეს გიფიქრიათ ბრიტანულ მაღაზიებში შოპინგზე, დროა სასურველი ნივთების ძებნა დაიწყოთ.

 

Kiwi Post - სიყვარულით ბრიტანეთიდან.