სიახლეები

მთავარი - სიახლეები

15-11-2017
როგორ გავყიდოთ საკუთარი პროდუქცია ბრიტანეთში

თუ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც რაიმე ტიპის პროდუქტს ქმნის ან სულაც სურს გაყიდოს მეორადი ნივთი რომელიც აღარ სჭირდება, სპეციალურად თქვენთვის, ვეცდებით მოკლედ ავხსნათ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება ბრიტანეთში:

 

დარეგისტრირდით ისეთ საიტებზე, სადაც ბრიტანელი მომხმარებელი შეძლებს თქვენი პროდუქციის შეძენას. მაგალითისთვის, ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა შეგიძლიათ პორტალზე etsy.com, ხოლო პორტალზე gumtree.com შეგიძლიათ მეორადი მოხმარების ნივთების განთავსება. ასევე არ დაგავიწყდეთ რომ არსებობს უნივერსალური ebay.co.uk რომელზეც თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი ნივთის გაყიდვას შეძლებთ.

 

განათავსეთ თქვენი პროდუქტის სურათები საიტზე და დაელოდეთ მომხმარებლებს.

 

გააგზავნეთ პროდუქტი ბრიტანეთში ჩვენი დახმარებით. მობრძანდით ჩვენს ოფისში, მისამართზე ცაგარელის 60, სადაც 1 კგ ამანათის გაგზავნას, სულ რაღაც 5 ფუნტად შეძლებთ.

 

ვფიქრობთ, ჩვენი შემოთავაზებით განსაკუთრებით იმ ხელოვან ადამიანებს გავახარებთ, რომლებიც ინდივიდუალურ, ხელნაკეთ ტანსაცმელსა თუ აქსესუარებს ქმნის და ამიერიდან, თავისი პროდუქციით შეძლებს გაახაროს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ბრიტანელი მომხმარებელიც.

 

 გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობასა და თქვენი პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენაში.

 

 

Kiwi Post - სიყვარულით ბრიტანეთიდან.