სიახლეები

მთავარი - სიახლეები

15-11-2017
შავი პარასკევი და რამდენიმე რჩევა, ამ დღეს შოპინგისთვის

შავი პარასკევის შესახებ ალბათ უმეტესობას გვსმენია. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა მაღაზიებში პროდუქციაზე განსაკუთრებული ფასდაკლებები კეთდება.  ის  დგება ამერიკული დღესასწაულის - მადლიერების დღის(ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი) მომდევნო პარასკევს.

 

ისტორიულად, შავი პარასკევი, საშობაო შოპინგის არაოფიციალურ დასაწყისად ითვლება და სწორედ ამ დროს, მაღაზიები ყველაზე მომგებიან შეთავაზებებს აკეთებენ თავისი მომხმარებლებისთვის.

 

ონლაინ შოპინგი და ამანათების ტრანსპორტირების იაფი სერვისი, საშუალებას გვაძლევს ამ მომგებიანი შეთავაზებებით საქართველოშიც ვისარგებლოთ.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი ნივთი მომგებიან ფასად შეიძინოთ:

 

დარეგისტრირდით ონლაინ მაღაზიებში წინასწარ

 

 როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, შავ პარასკევს ფასდაკლებები განსაკუთრებულად კარგია, ამიტომ პროდუქცია ძალიან სწრაფად იყიდება. თქვენ კი ნამდვილად არ გსურთ, რომ ნივთი რომლის შეძენაზეც უკვე რამდენიმე თვეა ოცნებობთ, ვიღაცამ “ცხვირწინ” აგაწაპნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ონლაინ მაღაზია წინასწარ რეგისტრაციას გთხოვთ.

 

ამიტომ, რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდით საიტზე (მაგალითად., amazon.co.uk-ზე) და არ დაგავიწყდეთ მისამართში მიუთითოთ თქვენი მისამართი და “ოთახის” ნომერი Kiwi Post-ზე. იმისთვის, რომ თქვენი შოპინგი არაფერმა შეაფერხოს.

 

განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი

 

ამ დღეს, უამრავ შემოთავაზებას ნახავთ, რომელმაც შესაძლოა ტვინი აგირიოთ. იმისთვის, რომ ფული დაზოგოთ, წინასწარ განსაზღვრეთ რა თანხას დახარჯავთ ამ დღეს

 

მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ნივთები რამდენიმე დღით ადრე

 

სიჩქარეში, შესაძლოა დაგავიწყდეთ სასურველი ნივთის რეიტინგის და ხარისხის შეფასება. ან სულაც, შეიძლება ის იქამდე გაიყიდოს, სანამ იპოვით. ასევე, ალბათ გაგიგიათ, რომ ზოგიერთი კომპანია “ფასდაკლების” ილუზიის შესაქმნელად, ასეთ დღეებში, პროდუქტის საწყისს ფასს ზრდის, რეალური საფასურის დაკლების ნაცვლად. ამიტომ, ჩაატარეთ მოკვლევა წინასწარ. განსაზღვრეთ კონკრეტულად რის შეძენა გსურთ, დაიმახსოვრეთ მისი ფასი და გაუკეთეთ Bookmark-ი თქვენს ვებ ბრაუზერში.

 

გამოიწერეთ საყვარელი ბრენდების განახლებები სოციალურ ქსელებში

 

ძალიან ხშირად, ბრენდები ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. გამოიწერეთ მათი განახლებები ფეისბუქზე, ტვიტერზე ან ინსტაგრამზე და იყავით საქმის კურსში. ოღონდ დარწმუნდით რომ გვერდი ოფიციალურია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება არაკეთილსინდისიერი ადამიანების მახეში გაებათ

 

იმედი გვაქვს, ჩვენი მარტივი რჩევები გამოგადგებათ და დეკემბერს სასურველ ნივთებთან ერთად შეხვდებით <3

 

Kiwi Post - სიყვარულით ბრიტანეთიდან