KiwiPost Logo
Question Mark
კითხვები
რატომ Kiwi Post?
Arrow Icon

KiwiPost გთავაზობთ ამანათების ტრანსპორტირებიას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან, ასევე შესაძლებელია ამანათების გაგზავნა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. KiwiPost-ის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს მომსახურების საუკეთესო ხარისხი ბაზარზე.

როგორ ვისარგებლო Kiwi Post-ის მომსახურებით?
Arrow Icon

ვებ-გვერდზე www.kiwipost.ge დარეგისტრირების შემდგომ, მოგენიჭებათ მისამართები ამერიკაში, ჩინეთში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში. ასევე, პერსონალური KIWI ოთახის ნომერი, ექაუნთის იდენტიფიკატორი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თქვენს ექაუნთში, მისამართების განყოფილებაში (Address line 2); ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე, შეკვეთის განხორციელებისას, განყოფილებაში, მიუთითეთ KiwiPost-ის ექაუნთში არსებული ამერიკის, დიდი ბრიტანეთის ან თურქეთის მისამართი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამანათის იდენტიფიკაციისთვის, აუცილებელია მიეთითოს პერსონალური ოთახის ნომერი. ექაუნთიდან, ასევე, შესაძლებელია საკურიერო მომსახურებისა და დაზღვევის აქტივაცია.

როგორ ავირჩიო ფილიალი?
Arrow Icon

ფილიალის ცვლილება შესაძლებელია KIWIPOST-ის ვებ-გვერდზე, პარამეტრების განყოფილებაში. ცვლილება შეეხება საწყობის განყოფილებაში არსებულ ამანათებს. ცვლილება არ შეეხება უკვე გამოგზავნილ ამანათებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამანათის დეკლარირება?
Arrow Icon

წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზავნილი შეფერხდება საბაჟოზე. „მოლოდინის“ განყოფილებაში მომხმარებლის მხრიდან ხდება თრექინგ კოდის წინასწარ დამატება. დეკლარირება ასევე შესაძლებელია „საწყობის“ და „გზის“ განყოფილებებში, პროდუქციის ღირებულების, კატეგორიის და ონლაინ მაღაზიის მითითებით. პირადი ამანათების შემთხვევაში, მონიშნეთ „პირადი გზავნილი“ და მიუთითეთ პროდუქციის საბაზრო ღირებულება. თუკი ერთ რეისში, ერთი ონლაინ მაღაზიიდან გამოგზავნილი ამანათების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 ლარს, ამანათები დაექვემდებარება განბაჟებას, ხოლო დეკლარირებისას აუცილებელია ატვირთოთ პროდუქციის შესყიდვის ინვოისი.

რა არის გზავნილის კოდი?
Arrow Icon

გზავნილის კოდი არის tracking ID, რომელიც ენიჭება გზავნილს, როდესაც ონლაინ მაღაზია გადასცემს ამანათს შიდა გადამზიდ ფოსტას. გზავნილის კოდის მეშვეობით შესაძლებელია ამანათის ადგილმდებარეობის გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ ამანათს არ აქვს მინიჭებული tracking ID, ჩვენი სისტემის მიერ ხდება კოდის გენერირება, რომელიც ისახება მომხმარებლის ექაუნთში.

როგორ გადავიხადო ტრანსპორტირების ღირებულება?
Arrow Icon

ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა შესაძლებელია KiwiPost-ის ვებ-გვერდზე, თქვენს ექაუნთში, + ღილაკის მეშვეობით. შეგიძლიათ, ასევე, ისარგებლოთ თიბისის ონლაინ ბანკინგით, კომუნალურ გადახდებში, მონიშნეთ კივი ფოსტა და შეიყვანეთ თქვენი KW ოთახის ნომერი ID ველში. გარდა ამისა, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია თიბისის სწრაფი გადახდის აპარატით. აირჩიეთ განყოფილება "სხვადასხვა", შემდგომ "ამანათები და ფოსტა" , მონიშნეთ კივი ფოსტა და შეიყვანეთ თქვენი ოთახის ნომერი (რომელიც ფიქსირდება მისამართების განყოფილებაში address line 2 ველში და იწყება KW-თი).

რამდენ დღეში მივიღებ ამანათს?
Arrow Icon

ამანათების ტრანსპორტირების ხანგძლივობა განისაზღვრება ქვეყნების მიხედვით:

• ამერიკა > საქართველო - რეისის გამოგზავნიდან 4-7 დღე;

• დიდი ბრიტანეთი > საქართველო - გამოგზავნიდან 4-7 დღე;

• ჩინეთი > საქართველო - გამოგზავნიდან 7-10 დღე;

• თურქეთი > საქართველო - გამოგზავნიდან 4-6 დღე;

• საბერძნეთი > საქართველო - გამოგზავნიდან 5-10 დღე;

• პოლონეთი > საქართველო - გამოგზავნიდან 7-10 დღე;

• საქართველო > დიდი ბრიტანეთი - გაგზავნიდან 4-7 დღე.

რა დღეებში იგზავნება რეისები?
Arrow Icon

რეისების გამოგზავნის დღეები განისაზღვრება ქვეყნების მიხედვით:

• ამერიკა > საქართველო - ოთხშაბათი, პარასკევი;

• დიდი ბრიტანეთი > საქართველო - პარასკევი;

• ჩინეთი > საქართველო - ორშაბათი, ხუთშაბათი;

• თურქეთი > საქართველო - შაბათი;

• საბერძნეთი > საქართველო - კვირა;

• პოლონეთი > საქართველო - პარასკევი;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, პოლონეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისი იგზავნება ორ კვირაში ერთხელ.

როგორ ითვლება ამანათის წონა?
Arrow Icon

ონლაინ გზავნილების შემთხვევაში, ამანათის ტრანსპორტირების საფასური გამოითვლება რეალური წონიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის შეფუთვა არასტანდარტულია ( რომელიმე პარამეტრი შეადგენს ან აღემატება 51სმ-ს) წონის დაანგარიშება მოხდება მოცულობითი და რეალური წონის გათვალისწინებით. ონლაინ გზავნილის წონის დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით. პერსონალურ გზავნილებზე, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში მინიმალური წონა მრგვალდება 1 კგ-მდე.

ჩემს გარდა ვის შეუძლია გაიტანოს ამანათი?
Arrow Icon

ამანათის ჩამოსვლისას მიიღებთ ტერმინალის 9 ნიშნა კოდს, როგორც SMS-ით, ასევე ელ-ფოსტაზე. ტერმინალის კოდს წარადგენთ ჩვენს ოფისში და შეძლებთ გზავნილის გატანას. არაგანსაბაჟებელი ამანათის გატანა ასევე შეუძლია მესამე პირს ტერმინალის კოდის საშუალებით. თუკი ამანათი განბაჟებას ექვემდებარება მისი გატანა შესაძლებელია, მესამე პირს შეუძლია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

როგორ გავააქტიურო საკურიერო სერვისი?
Arrow Icon

საკურიერო სერვისის გააქტიურებას შეძლებთ ამანათების მართვის პანელიდან, მას შემდეგ რაც გზავნილი გადავა „ჩამოსულია“ განყოფილებაში. იმისთვის, რომ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით, აუცილებელია, წინასწარ ჩარიცხოთ ბალანსზე შესაბამისი თანხა. გადაამოწმოთ თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი და შემდეგ მონიშნეთ საკურიერო მომსახურება პირად კაბინეტში. საკურიერო მომსახურების გააქტიურების შემდეგ მისამართისა და ტელეფონის ნომრის ცვლილება ვერ მოხდება.

რა შემთხვევაში ექვემდებარება განბაჟებას გზავნილი?
Arrow Icon

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ამანათის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 ლარს, ექვემდებარება განბაჟებას, ასევე, ერთ რეისზე, ერთი ონლაინ მაღაზიიდან გამოგზავნილი ამანათები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 ლარს. განბაჟებას თანხის მიუხედავად ექავემდებარება ამანათები, რომელთა რეალური წონა 30 კგ და მეტია. ექაუნთში ატვირთული ინვოისის საფუძველზე, ამანათის ჩამოსვლის შემდგომ ავტომატურად იბეჭდება საბაჟო დეკლარაცია (ფორმა 4), რის შემდგომაც, შესაძლებელია ამანათის გატანა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბაჟო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება შეადგენს 10 ლარს, რომელიც ემატება ტრანსპორტირების ღირებულებას. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დეკლარაციას ემატება მომსახურების საფასური, რომლის გადახდა საჭიროა წინასწარ სანამ დაიბეჭდება დეკლარაცია:

• 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;

• 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი;

• 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი.

რა არის ტრანსპორტირების ღირებულება და ხანგრძლივობა თურქეთიდან?
Arrow Icon

ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრება $4/კგ-ზე, ტრანსპორტირების ხანგრძლივობა შეადგენს გამოგზავნიდან 4-6 დღეს.

როგორ ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება თურქეთიდან გამოგზავნილ ამანათებზე?
Arrow Icon

ამანათების წონის დაანგარიშება ხდება რეალური წონით, ხოლო წონა მრგვალდება 100 გრამის სიზუსტით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი პარამეტრი 100 სმ-ზე მეტია საჭიროა შესყიდვამდე დაგვიკავშირდეთ მეილის საშუალებით.

როგორ მივიღო კოდი trendyol-დან და სხვა თურქული ონლაინ მაღაზიიდან?
Arrow Icon

მისამართის მითითების დროს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და ჩვენი წარმომადგენელი გადმოგცემთ კოდს, აღნიშნული კოდის მითითება საჭირო იქნება ერთჯერადად მისამართის შევსების დროს.

რა სახის პროდუქციის ტრანსპორტირება არის აკრძლაული თურქეთიდან?
Arrow Icon

იარაღები

ალკოჰოლი და ნებისმიერი ტიპის არა ალკოჰოლური სასმელი

ცხოველები

ადამიანების ორგანოები

რეპროდუქციები

კულტურული მემკვიდრეობა, არქეოლოგიური და ბუნებრივი მასალები

რელიგიური ან პოლიტიკური პროპაგანდისტული მასალა

სკულპტურები

მედიკამენტი, რომელსაც ესაჭიროება რეცეპტი

კანონსაწინააღმდეგო პრეპარატები და მათთან დაკავშირებული აქსესუარები

აალებადი პროდუქცია

ფული, მონეტები, ჩეკები

ანტიკვარიატი

ფასიანი ქაღალდები

ქიმიური მასალები

წნევით დატუმბული ბალონები

ძვირფასი მეტალის შემცველი სამკაულები

თუთუნი, სიგარეტები

რა არის ტრანსპორტირების ღირებულება და ხანგრძლივობა ჩინეთიდან?
Arrow Icon

ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს $15/კგ-ზე, ხოლო ხანგრძლივობა 10-14 დღეს.

როგორ ითვლება ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათების წონა?
Arrow Icon

ჩინეთიდან გამოგზავნილი ნებისმიერი ამანათის შემთხვევაში წონა გამოითვლება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.